''ეროვნული მოძრაობის'' წევრებმა ზვიად გამსახურდია გაიხსენეს

30 მარ 2019

''ეროვნული მოძრაობის''  წარმომადგენლები ბათუმისთვის ბრძოლაში დაღუპულთა სკვერში შეიკრიბნენ, მათ პატივი მიაგეს, როგორც თავისუფლებისთვის მებრძოლ საქართველოს პირველ პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას ხსოვნას, ასევე რეფერენდუმის 28-ე წლისთავს. 

შეკრებილებმა  ზვიად გამსახურდიას მოღვაწეობის პერიოდი გაიხსენეს  და ხაზი გაუსვეს , რომ  საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვება სწორედ  საქართველოს პირველი პრეზიდენტის დამსახურებაა.