მერიის თანამშრომელი მოსამართლის განჩინების საფუძველზე დავაკავეთ - საგამოძიებო სამსახური 

01 აპრ 2019

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში ადასტურებენ, რომ დაკავებულია ხელვაჩაურის მერიის თანამშრომელი. ამ ეტაპზე კი საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.

''საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის თანამშრომელი დააკავა'' - წერია გავრცელებულ განცხადებაში. 

მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის თანამშრომელი სამართალდამცველებმა დღეს, 2 აპრილს აიყვანეს.