გია ვოლსკი ბრალდებაზე: ''თავის მართლებას ცრემლიანი თვალებით არ ვაპირებ“

03 აპრ 2019

ფარულ აუდიო-ჩანაწერში ნახსენებია ტირ-პარკი გონიოში, ასევე ბიზნესის ლობირება ქობულეთში - ბიზნესინტერესის კონტექსტში კი ახსენებენ პარლამენტარ გია ვოლსკის და ერეკლე ტრიპოლსკის.

ვოლსკი ამ ინფორმაციას უარყოფს და ირწმუნება, რომ ბიზნესი საქართველოში არსად  აქვს. იგი ჩანაწერს და გახმოვანებულ ინფორმაციას არჩილ ხაბაძის სისუსტეს აბრალებს.