„ნაციონალური მოძრაობის“ ხულოს მერობის კანდიდატის ვინაობა ცნობილია

05 აპრ 2019

ხულოს მერობის კანდიდატი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ ირაკლი ჯორბენაძე იქნება.

ის მხარდამჭერებს   პარტიის ლიდერმა გრიგოლ ვაშაძე ხულოს თეატრის შენობაში წარუდგინა. ირაკლი ჯორბენაძე 2014 წლიდან ხულოს საკრებულოს წევრია.