13 რეგისტრირებული სუბიექტი

10 აგვ 2016

არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად  პარტიების რეგისტრაციისთვის განაცხადების შეტანის ბოლო ვადა ხვალ იწურება. აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებში კენჭისყრის სურვილი ამ  დროისთვის  21 საარჩევნო სუბიექტს აქვს დაფიქსირებული.  13 უკვე რეგისტრირებულია, 8 კი  დოკუმენტაციის დაზუსტების ეტაპზეა. იმ შემთხვევაში თუ პარტია საქართველოს პარლამენტის არჩევნებში მონაწილეობისთვის ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში რეგისტრირებული არ არის უმაღლეს საარჩევნო კომისიში  მან  3 ათასი ამომრჩევლის ხელმოწერა უნდა წარადგინოს. ასეთი ამ ეტაპზე მხოლოდ ერთი პარტიაა, მას ვადა 19 აგვისტომდე აქვს.