ბრიტანული თეატრის პირველი რეპეტიცია

10 აგვ 2016

ბრიტანული თეატრი ''გეკო'' ბათუმში დაგეგმილი წარმოდგენისთვის ემზადება. დასი დღეს თოჯინების თეატრში რეპეტიციას გაივლის. შოუს ელემენტებით დადგმული  სპექტაკლი “ინსტიტუტი” ბათუმის მუსიკალურ ცენტრში 12-13 და 14 აგვისტოს გაიმართება. დასი აჭარაში რეგიონის განათლების, სამინისტროს ინიციატივითა და ბრიტანეთის საბჭოს მხარდაჭერით პირველად იმყოფება. ბრიტანული თეატრალური კომპანია “გეკო” რამდენიმე პრესტიჟული ჯილდოს მფლობელია.