08 აპრ 2019
ზუბალაშვილის ქუჩის N38-ში მდებარე ერთსართულიან საცხოვრებელ სახლს რეაბილიტაცია უტარდება. სახლი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, შენობა მე-19 საუკუნეში აშენდა და ავარიული იყო. ამ დროისთვის ჩატარდა საძირკვლის გამაგრების, სარდაფის, შიდა კონსტრუქციების მოწყობისა და გადახურვის სამუშაოები.
რეაბილიტაცია ივნისში დასრულდება. კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების რეაბილიტაციის პროექტს ბათუმის მერია და აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო ახორციელებენ.