15 აპრ 2019
აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის 13 ოპერატორმა გაფიცვა და სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებაზე უარის თქმა 19 აპრილიდან გადაწყვიტა. მათ წერილობითი განცხადება კანცელარიაში უკვე დაარეგისტრირეს.
ითხოვენ ხელფასების გაზრდას ან სამუშაო პირობების შეცვლას. ამბობენ, რომ მათ ოპერატორთან ერთად მემონტაჟის ფუნქციის შესრულებაც უწევთ, ანაზღაურება კი შესაბამისი არ აქვთ.