დაკავება საბაჟოზე განსაკუთრებით დიდი ოდენობით საქონლის გადაადგილების წესის დარღვევის გამო

16 აპრ 2019

სამი პირი დააკავეს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, საბაჟო საზღვარზე განსაკუთრებით დიდი ოდენობით საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებული წესის დარღვევისა და ქრთამის მიცემის ბრალდებით.  

დანაშაულში მხილებული პირების ორგანიზებით, ერთ-ერთი კომპანიის სახელით, ირანიდან სატვირთო ავტომანქანით საქართველოში შემოიტანეს 36 394 ლარის საბაჟო ღირებულების ძრავის ზეთი, დეკლარაციაში კი  ყალბი მონაცემები შეიტანეს.