დაუჭერს თუ არა მხარს მრჩეველთა საბჭო მაუწყებლის დირექტორის იმპიჩმენტს?

18 აპრ 2019

ერთ საათში მრჩეველთა საბჭო, მაუწყებლის დირექტორის ნათია კაპანაძის იმპიჩმენტის საკითხს განიხილავს. სხდომა 13:00 საათზეა  ჩანიშნული. იმპიჩმენტს მრჩეველთა საბჭოს ორი წევრი - გიგა ჩხარტიშვილი და ირაკლი დარცმელიძე  ითხოვენ.  

ამის პარალელურად ტელევიზიისა და რადიოს 100-ზე მეტმა თანამშრომელმა მოაწერა ხელი წერილს, რომლითაც  მრჩეველთა საბჭოს მიმართეს. თანამშრომელთა ნაწილი ამბობს, რომ  ეს საკითხი პოლიტიკურ სარჩულს არ ატარებს და დირექტორის უნდობლობის საკითხი მაუწყებლის სარედაქციო დამოუკიდებლობას არ უქმნის საფრთხეს.