აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ქობულეთის სავაჭრო ცენტრში

25 სექ 2016

ქობულეთის სავაჭრო ცენტრში დღეს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე იმყოფებოდა. ზურაბ პატარაძე ადგილობრივ მოვაჭრეებს შეხვდა და პრობლემებს მათგან გაეცნო. 
"რეგიონისა და ქვეყნის საკეთილდღეოდ მზად ვარ, თქვენთან ერთად 24-საათიან რეჟიმში ვიმუშაო პრობლემების აღმოსაფხვრელად", განაცხადა მთავრობის თავმჯდომარემ.