ციტრუსის სუბსიდირება - ”სახელმწიფო ხალხისთვის” განცხადება

14 აგვ 2016

მოძრაობა “სახელმწიფო ხალხისთვის” ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობას უმოქმედობაში  ადანაშაულებს. საქმე ეხება ციტრუსის სეზონთან დაკავშირებულ სუბსიდირების თანხებს, რომელიც მოსახლეობისთვის იყო განკუთვნილი. პარტიის ხელვაჩაურის შტაბის ხელმძღვანელის ინფორმაციით, 2013-14 წლებში ხელვაჩაურში ციტრუსის სუბსიდირების თანხა ვერ აითვისეს. რის გამოც სუბსიდიის სახით გამოყოფილი 3 მილიონ 150 ათასი ლარიდან 2 მილიონ 720 ათასი ლარი სახელმწიფო ბიუჯეტში დაბრუნდა.