“ფაქტ-მეტრის” კვლევა

14 აგვ 2016

ვინ რა დოზით ტყუის აჭარაში?  საუბარია პოლიტიკოსებზე, რომელთა განცხადებების სიზუსტესა და სიმართლესთან შესაბამისობას  გაზეთი  “ფაქტ-მეტრი” იკვლევს. ეს ვებ-გვერდ “ფაქტ ჩეკი”-ს ბეჭდვური ვერსიაა. მორიგი ნომერი ბათუმში წარადგინეს, სადაც მოყვანილია რამდენიმე  პოლიტიკოსის მიერ ბოლო პერიოდში აქტუალურ საკითხებზე გაკეთებული განცხადებები. აღსანიშნავია, რომ პროექტი საქართველოს რეფორმების ასოციაციას ეკუთვნის. მისი დამფუძნებლების ნაწილი 8 ოქტომბრის არჩევნებში “ნაციონალური მოძრაობის” სიით მონაწილეობს.