ნავსადგუდრების მონიტორინგის პირველი ანგარიში

17 აპრ 2016

ნავსადგურების მონიტორინგის პირველი ეტაპი დასრულდა. ამ დროისთვის ბათუმის პორტის გეგმიური მონიტორინგი მიმდინარეობს. საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს წარმომადგენლებმა ფოთის პორტში მუშაობა უკვე დაასრულეს. კომპლექსური შემოწმების შედეგად, უწყების ანგარიშში 50-ზე მეტი შენიშვნა მოხვდა. რეკომენდაციები უსაფრთხოების, უშიშროებისა და გარემოს დაცვის სტანდარტებს ეხება. საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს უფროსის განცხადებით, უახლოეს პერიოდში საქართველოს ყველა ნავსადგურს საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაცია შეამოწმებს.