ტენდერი  სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელი  პროექტების შესყიდვებისთვის

05 მაი 2019

სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელი  პროექტების შესყიდვებისთვის ხულოს მერიამ ტენდერი გამოაცხადა. 

თვითმმართველობა  პროგრამებისთვის რეგიონის ბიუჯეტიდან  1 მილიონ ლარს მიიღებს. პრიორიტეტები სოფლის კრებებზე მოსახლეობამ თავად  აირჩია. პროექტის შესყიდვის შემდეგ თვითმმართველობა  სამუშაოებისთვის  ელექტრონულ ტენდერს  გამოაცხადებს.