22-ე ბატალიონი  სამშობლოში    დაბრუნდა

05 მაი 2019

22-ე ბატალიონი საქართველოში სრული შემადგენლობით დაბრუნდა. ქვედანაყოფის მთავარი ამოცანა ბაზის უსაფრთხოების უზრუნველყოფა იყო. საავიაციო ბაზაზე „მტკიცე მხარდაჭერის“ მისია IV მექანიზებული ბრიგადის 43-ე ბატალიონმა გადაიბარა.

ბრიგადის გენერალმა ქართველ სამხედროებს სამშობლოში მშვიდობით დაბრუნება მიულოცა და სამშვიდობო მისიის წარმატებით დასრულებისთვის მადლობა გადაუხადა.