„გარემოს ქმნი შენ“ - ფორუმზე საქართველოში ნარჩენების მართვის გაუმჯობესებაზე იმსჯელეს

05 მაი 2019

“Talking environment ​ - გარემოს ქმნი შენ” - ფორუმზე საქართველოში ნარჩენების მართვის გაუმჯობესებაზე იმსჯელეს. ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილ ღონისძიებაში 400-მდე წარმომადგენელი მონაწილეობდა. 

სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლებმა, ნარჩენების არასათანადო მართვით ქვეყანაში შექმნილ გამოწვევებზე, ნარჩენების მართვის სფეროში არსებულ რეფორმებსა და მიღწეულ შედეგებზე ისაუბრეს. ევროკავშირის ელჩმა გახსნილად გამოაცხადა სოციალური მედია კამპანია - “ნარჩენების შემცირების გამოწვევა”.