STEM  ფესტივალი

05 მაი 2019

ახალი ტექნოლოგიებისა და ინოვაციების „სტემ“ ფესტივალი - ბათუმში.  გამოფენაზე საქართველოს სხვადასხვა  კუთხიდან 12 სკოლის  ნორჩი გამომგონებლების  მიერ შექმნილი მოწყობილობებია წარმოდგენილი.

ფესტივალზე მოეწყო  გამოგონებების ჩვენება და  შოუს ტიპის ექსპერიმენტები. ფესტივალი 18 საათამდე გაგრძელდება და სტუმრებს  დათვალიერებასთან ერთად  ინოვაციურ ექსპერიმენტებში ჩართვის შესაძლებლობაც  ექნებათ.