“სიკეთე გადამდებია”-ღონისძიება სათნოების სახლში

06 მაი 2019

გავუთბოთ ერთმანეთს გულები“ - სიკეთე გადამდებია  ამ სლოგანით  ბათუმის ხანდაზმულთა სათნოების სახლში საქველმოქმედო ღონისძიება გაიმართა, რომელშიც სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვები მონაწილეობდნენ.

 ღონისძიებაზე  ჟესტური ენით  მე-4  სკოლის მოსწავლეებმა  სხვადასხვა მუსიკალური ნაწარმოები  შეასრულეს.