რიკოთის გვირაბში მოძრაობა დროებით იზღუდება - შსს

06 მაი 2019

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 7-9 მაისს რიკოთის გვირაბში საავტომობილო მოძრაობა აიკრძალება. სპეციალისტები სამი დღის განმავლობაში, გვირაბში სახანძრო–სავენტილაციო სისტემას შეამოწმებენ.

აკრძალვები შემდეგ პერიოდში იმოქმედებს:

• 7 მაისის 22:00 სთ-დან 8 მაისის 08:00 სთ-მდე;

• 8 მაისის 22:00 სთ-დან 9 მაისის 08:00 სთ-მდე;

• 9 მაისს 14:00 სთ-დან 20:00 სთ-მდე.

აღნიშნულ პერიოდში ავტომობილები გვირაბის შემოვლით გზაზე იმოძრავებენ.