აჭარის ღია პირველობა ჩოგბურთში

02 მაი 2019

ბათუმის საჩოგბურთო კორტებზე გოგონებსა და ვაჟებს შორის აჭარის ღია პირველობა დაიწყო. ტურნირში საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან  5-დან 16 წლამდე ჩოგბურთელები მონაწილეობენ.  

ჩემპიონატის გამარჯვებულებს სიგელები და ფასიანი პრიზები გადაეცემათ. აჭარის ღია პირველობა 5 მაისის ჩათვლით გაგრძელდება.