ოლიმპიელთა ნაწილი სამშობლოში დაბრუნდა

17 აგვ 2016

საქართველოს ძიუდოისტთა, მშვილდოსანთა და ბატუტზე მხტომელთა ნაკრების წევრები დღეს გამთენიისას რიო-დე-ჟანეიროდან საქართველოში დაბრუნდნენ. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში გულშემატკივრები მათ ოვაციებით დახვდნენ.