10 მაი 2019
ბათუმის გამწვანებისა და ლანდშაფტური დაგეგმარების სამსახურის ინფორმაციით, ძველი ბათუმის ქუჩების გამწვანების პროექტი მზად არის.
წელს ზვიად გამსახურდიასა და გიორგი მაზნიაშვილის ქუჩების მასშტაბური გამწვანება იგეგმება. დაირგვება 216 ძირი ხე მცენარე.