სახალხო დღესასწაული დიდაჭარობა

12 მაი 2019

ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის საქართველოს წილხვდომილობის და წმინდა მოციქულ ანდრია პირველწოდებულის მიერ დიდაჭარაში ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატის შემობრძანების დღეს,  ხულოს ანდრია პირველწოდებულის სახელობის ტაძარში, სადღესასწაულო წირვა მიმდინარეობს.

სოფელ დიდაჭარაში კი 14:00 საათიდან კულტურული ღონისძიებები დაიწყება, რომელშიც მონაწილეობას ხულოსა და შუახევის ქორეოგრაფიული ანსამბლები მიიღებენ. საზეიმო კონცერტი დაიწყება. მე-13 წელია 12 მაისს, მაღალმთიან აჭარაში სხვადასხვა ღონისძიებებით აღნიშნავენ.სახალხო დღესასწაულ „დიდაჭარობას“ სხალთის ეპარქია უწევს ორგანიზებას.