ვაზიანის ბაზაზე სამხედრო მოსამსახურე გარდაცვლილი იპოვეს

12 მაი 2019

ვაზიანის  ბაზაზე  სამხედრო მოსამსახურე   გარდაცვლილი იპოვეს.  ამ ეტაპზე ინტენსიური საგამოძიებო და ოპერატიული ღონისძიებები მიმდინარეობს. სამხედრო პოლიციის დეპარტამენტმა ფაქტზე გამოძიება  სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

თავდაცვის უწყება უსამძიმრებს გარდაცვლილის ოჯახის წევრებსა და ახლობლებს რიგითი ვლადიმერ მახათაძის დაღუპვის გამო.  „ სახმელეთო ჯარების დასავლეთ სარდლობის მესამე ქვეითი ბრიგადის 31-ე ბატალიონის საკონტრაქტო სამხედრო მოსამსახურე   ვაზიანის საველე წვრთნების ბაზაზე  გარდაცვლილი დღეს იპოვეს“ -წერია თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.