ივერის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძრის კურთხევა

12 მაი 2019

ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა აკურთხა. დღესვე, ილია მეორემ 7 ბავშვი მონათლა. 12 მაისს წმინდა ანდრია მოციქულის ხსენების დღესთან ერთად, ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისადმი საქართველოს წილხვდომილობის – იმედის დღე აღინიშნება.

ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარი მახათას მთაზე ღვთისმშობლის სავანის კომპლექსის ნაწილია. ტაძრის კურთხევას საქართველოს ხელისუფლების პირველი პირები, საზოგადოების წარმომადგენლები, მიწვეული სტუმრები დაესწრნენ.