დიდაჭარობა

12 მაი 2019

ხულოში ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის საქართველოს წილხვდომილობის და ანდრია პირველწოდებულის მიერ დიდაჭარაში ღვთისმშობლის ხატის შემობრძანება აღნიშნეს.

სადღესასწაულო წირვა ანდრია პირველწოდებული სახელობის ტაძარში მეუფე სპირიდონმა აღავლინა, 14 საათიდან კი სოფელ დიდაჭარაში კულტურული ღონისძიებები დაიწყო. გადმოცემის თანახმად მოციქული ანდრია პირველად ქართლის ტერიტორიაზე, სწორედ დიდაჭარაში შემოვიდა.