მომდევნო ხუთი დღე უნალექო და ცხელი იქნება

13 მაი 2019

18 მაისამდე საქართველოში მზიანი და ცხელი ამინდია მოსალოდნელი.

ხვალ, მთელი ქვეყნის ტერიტორია, ანტიციკლონის გავლენის ქვეშ მოექცევა, რომელიც უღრუბლო და ცხელ ამინდს განაპირობებს, რის ფონზეც მომდევნო 5 დღის განმავლობაში მზიანი და მშრალი ამინდია მოსალოდნელი.

ტემპერატურა განსაკუთრებით მოიმატებს - ოთხშაბათს, ხუთშაბათს და პარასკევს. დასავლეთ საქართველოში +30, +35, აღმოსავლეთში +26, +31 გრადუსამდე.

რაც შეეხება აჭარას, შაბათის ჩათვლით მზიანი და თბილი ამინდია მოსალოდნელი, ტემპერატურა სანაპირო ზოლში +26, +31, მაღალმთიან ზონაში +21, +26 გრადუსამდე მოიმატებს. 

ჰაერის მაღალი ტემპერატურის მიუხედავად, ზღვის წყლის ტემპერატურა ჯერ ისევ დაბალი, 16 გრადუსი იქნება.