პრემიერი: არც ერთ პროვოკატორს არ უნდა მიეცეს საშუალება, ჩრდილი მიაყენოს არჩევნების პროცესს

15 მაი 2019

არც ერთ პროვოკატორს არ უნდა მიეცეს საშუალება, ჩრდილი მიაყენოს არჩევნების პროცესს და კანონის დარღვევა არავის შერჩება - აცხადებს  პრემიერ მინისტრი. მამუკა ბახტაძის თქმით ზუგდიდში, ისევე, როგორც ყველა სხვა ოლქში, არჩევნები ჩატარდება უმაღლესი სტანდარტის დაცვით  და  ყველა კანონდარღვევას შესაბამისი პასუხი გაეცემა.

პრემიერ-მინისტრის მოსაზრებით “არჩევნების უმაღლესი სტანდარტების დაცვით ჩატარება არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მონაპოვარი, რომელსაც ხელისუფლება და ყველა მოქალაქე უნდა გაუფრთხილდეს.