ხულოს არჩევნებს მხოლოდ ISFED – ის მობილური ჯგუფები დააკვირდება

15 მაი 2019

ხულოს უბნებზე არჩევნებს არ დააკვირდებიან ისეთი ავტორიტეტული ორგანიზაციები როგორებიც არიან  „სამართლიანი არჩევნები,“ საია და „გამჭვირვალობა - საქართველო“. ოლქში იქნებიან რეგიონული ოფისების ხელმძღავნლები, თუმცა არ ეყოლებათ დამკვირვებლები უშუალოდ უბნებზე. მობილურ ჯგუფებზე საუბრობენ ISFED-ში.

არჩევნებს აქტიურად დააკვირდებიან პოლიტიკური ოპონენტების წარმომადგენლები. ოპოზიცია უკვე მიუთითებს დაძაბულობასა და დარღვევებზე, მათ შორის შანტაჟის მცდელობასა და უზუსტობებზე სიებში. განმარტებები დღეს „ქართულ ოცნებასა“ და ხულოს ოლქში გააკეთეს.