''ჩვენივე ქვეყანაში ვხდებით დევნილები'' - იპოთეკით დაზარალებულების აქცია

16 მაი 2019

„ჩვენივე ქვეყანაში ვხდებით დევნილები“ - ამ სლოგანით იპოთეკით დაზარალებულებმა ევროპის მოედანზე გამაფრთხილებელი აქცია გამართეს. შეკრებილები მთავრობას საფინანსო ორგანიზაციებთან  შუამდგომლობას სთხოვენ, აცხადებენ, რომ   აჭარის ფინანსთა სამინისტროში მინისტრს პრობლემის შესახებ 7 თვის წინ პირადად ესაუბრნენ, თუმცა ამ დრომდე  არაფერი შეცვლილა.

ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში სატელევიზიო კომენტარი არ გაკეთებულა, თუმცა წერილობით განმარტეს, რომ   საკითხთან დაკავშირებით კანონმდებლობის გათვალისწინებით, უკვე გაგზავნილია შუამდგომლობა ბანკებთან.