ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით საპატრიარქო მსვლელობას გეგმავს

17 მაი 2019

 ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით საპატრიარქოს ინიციატივით, სახალხო მსვლელობა გაიმართება. საპატრიარქოს ინფორმაციით, მსვლელობა დაიწყება  რესპუბლიკის მოედნიდან სამების საკათედრო ტაძრამდე, სადაც სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე გადაიხდის პარაკლისს, დალოცავს ხალხს და სრულიად საქართველოს.  

მსვლელობა დაიწყება 17:00 საათზე და დასრულდება კონცერტით, რომელიც პარაკლისის შემდეგ გაიმართება. საპატრიარქოს განცხადებაში,  ნათქვამია, რომ  ღონისძიება არის მშვიდობიანი და მას რაიმე სახის აგრესიასთან კავშირი არ აქვს.