ენმ მერობის კანდიდატს ამომრჩევლებზე ზეწოლაში ადანაშაულებს

17 მაი 2019

ნაციონალური მოძრაობის ხულოს საარჩევნო შტაბის ხემძღვანელი  ქართული ოცნების მერობის კანდიდატს  ხულოში, ვახტანგ ბერიძეს  ამომრჩევლებზე ზეწოლასა და  მოსყიდვაში ადანაშაულებს.

გია აბულაძე  აცხადებს, რომ  ქართული ოცნება  ასობით  კოორდინატორსა და მიკრო-კოორდინატორზე სოლიდურ  თანხებს ხარჯავს.  ნაც.მოძრაობის შტაბის ხელმძღვანელი აუდიტის სამსახურს მოუწოდებს  საკითხი შეისწავლოს. ქართული ოცნების შტაბში საკითხზე კომენტარს მოგვიანებით გააკეთებენ.