ჰომოფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღე- საქართველოში აქცია არ გაიმართა

17 მაი 2019

წელს პირველად  ჰომოფობიის, ტრანსფობიისა და ბიფობიასთან  ჰომოფობიის საერთშორისო დღე საქართველოში არ აღინიშნა. ,,თანასწორობის მოძრაობაში აცხადებენ, რომ გადაწყვეტილება შესაძლო დაპირისპირების თავიდან ასაცილებლად მიიღეს, რომ ახსოვთ გასულ წლებში მომხდარი ინციდენტები, ამიტომაც ისინი დღეს  საჯარო დემონსტრაციებს მოერიდნენ. მიაჩნიათ, რომ ამ დღეს საპატრიარქომ ოჯახის სიწმინდის დღე დაუპირისპირა. შექმნილი ვითარების გამო კი პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებენ. მათ დღეს დედაქალაქში მხოლოდ საინფორმაციო პოსტერები გაავრცელეს.