ზუგდიდში, 87-ე უბანზე სროლის ფაქტზე გამოძიება დაიწყო

18 მაი 2019

ზუგდიდში, საარჩევნო უბანზე ცეცხლსასროლი იარაღით გასროლის ფაქტზე, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება 236 - ე მუხლით დაიწყო.  მუხლი, ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა შენახვას გულისხმობს. ამ ეტაპზე სამართალდამცველები იარაღის გასროლის ფაქტს არ ადასტურებენ. 

გასროლა, ზუგდიდის 87 - ე საარჩევნო უბანზე დღეს, 18 მაისს,  მოხდა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

გაერთიანებული ოპოზიციის შტაბის ინფორმაციით, მათი კომისიის წევრის მისამართით ისროლეს, რომელმაც გადასატანი ყუთის საარჩევნო სიაში უკანონოდ შეყვანილი ''ქართული ოცნების'' მხარდამჭერები დააფიქსირა.