ქობულეთის ღვინის სახლი გაიხსნა

18 აგვ 2016

ქობულეთის ღვინის სახლი ტურისტების მისაღებად მზადაა. მათ ღვინის დაყენების ტექნოლოგიის გაცნობის, დეგუსტაციისა და ადგილზე შეძენის შესაძლებლობა ექნებათ. ასევე შეძლებენ ყოველდღიურ აგროსამუშაოებში მონაწილეობის მიღებას. ღვინის სახლში მოწყობილია აჭარის აგრო-სასურსათო პროდუქციის საინფორმაციო ცენტრი და სამუზეუმო კუთხეც. ინფო ტური აჭარის 10-მდე ტურისტული სააგენტოს წარმომადგენლებს ჩაუტარდათ.