17 უბნის მონაცემებით ხულოში ''ქართული ოცნების'' კანდიდატი ლიდერობს

19 მაი 2019

ხულოში, 54 საარჩევნო უბნიდან 17 უკვე დათვლილია. საოლქო საარჩევნო კომისიაში შესული მონაცემების მიხედვით, მმართველი გუნდის კანდიდატი ლიდერობს. 

წინასწარი მონაცემებით, ვახტანგ ბერიძეს მხარი ამომრჩეველთა 66-მა პროცენტმა დაუჭირა.

რაც შეეხება ''ერთიანი ნაციონალური მოძრაობის'' მერობის კანდიდატს, ირაკლი ჯორბენაძეს ამომრჩევლების 28%-მა გამოუცხადა ნდობა. 

ხულოს მერის პოსტი ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც 2018 წლის 18 ოქტომბერს გოჩა მელაძე  თანამდებობიდან წავიდა. 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე მან “ქართული ოცნებიდან” იყარა კენჭი და 59,58%-ით გაიმარჯვა. 

მერობისთვის ხულოში 14 კანდიდატი იბრძვის.

გამარჯვებულად ის ჩაითვლება, ვინც 50+1 ხმას დააგროვებს.