ბათუმის მერიამ კონსულტაცია მუსლიმების ნაცვლად სახელმწიფო უწყებებთან გაიარა

23 მაი 2019

მუსლიმი თემის წარმომადგენლები ამ დრომდე ელოდებიან კონკრეტულ თარიღს როდის  გაიმართება შეხვედრა  ბათუმის მერიის წარმომადგენლებთან  მეჩეთის მშენებლობის საკითხზე თაობაზე.

შეხვედრა 12 ივნისამდე უნდა გაიმართოს, რადგან სწორედ 12 ივნისს უნდა გამოაცხადოს საქმეზე გადაწყვეტილება სასამართლომ. მუსლიმი თემის წარმომადგენლები ამბობენ, რომ სახელწიფოს არ აქვს პოლიტიკური  ნება ახალი მეჩეთი აშენდეს.  არასამთავრობო ორგანიზაციებში კი  ინტერესდებიან რატომ სჭირდება ამ საკითხზე,  ადგილობრივ ხელისუფლებას ცენტრალურ უწყებებთან კონსულტაციების გამართვა.