სავარაუდოდ, ძრავის გაუმართაობის გამო, თვითმფრინავი ბათუმში 7 საათის დაგვიანებით ჩამოფრინდა

24 მაი 2019

ისრაელის ავიაკომპანია ''ელაის'' სამგზავრო თვითმფრინავი, ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში, 7 საათის დაგვიანებით ჩამოფრინდა. ავიარეისის მგზავრების თქმით, აფრენიდან მალევე გაიგეს, რომ კრიტიკული ვითარება იყო და თვითმფრინავი ბენ-გურიონის აეროპორტში უნდა დაბრუნებულიყო.

'' პილოტმა მოგვაწოდა ინფორმაცია, რომ ვითარება კრიტიკულია და თვითმფრინავი ბენ-გურიონის აეროპორტში უნდა დაშვებულიყო. ამ პერიოდის განმავლობაში ბორტზე ძალიან რთული მდგომარეობა იყო. ზოგიერთი მგზავრი პანიკაშიც ჩავარდა - იხსენებს ესთერ აიზერბენგერი.

თელავივი-ბათუმის  რეისი კიდევ ერთი მგზავრი კი ყვება, რომ დაგვიანებით ჩამოფრენის და ავარიულად დაშვების მიზეზი,  სავარაუდოდ ძრავის ტექნიკური გაუმართაობა იყო.

თვითმფრინავში 194 მგზავრი იმყოფებოდა. მგზავრები და ეკიპაჟის წევრები არ დაშავებულან.