''დინამოს'' 49 წლით კლუბის სპონსორს გადასცემენ 

24 მაი 2019

მერიის გადაწყვეტილებით,  ბათუმის "დინამო" სხვისდება. პროცედურულად, კლუბს ჯერ აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს გადასცემენ, რომელიც თავის მხრივ გაასხვისებს 49 წლიანი იჯარით "დინამოს"  კომპანია "ლამინ-G"-ზე.  

ინტერნეტში არსებული ინფორმაციით, სამშენებლო კომპანია  და მისი შვილობილი კომპანიები არჩილ ბერიძეს ეკუთვნის რომლებიც,  სამშენებლო ბაზარზე 2012 წელს გამოჩნდა. კლუბის 100% წილის მართვის გადაცემის სანაცვლოდ, არჩილ ბერიძემ ყოველწლიურად  100 000 ლარი უნდა გადაიხადოს.