ჭიათურაში ყველა მაღარო გაჩერებულია

24 მაი 2019

ჭიათურაში პროტესტი კიდევ უფრო მასშტაბურ ხასიათს იღებს - ხვალიდან მოშიმშილეებს კიდევ 7 ადამიანი შეუერთდება. ისინი მოთხოვნების დაკმაყოფილებამდე პროტესტის შეწყვეტას არ აპირებენ - მთავარი მოთხოვნა კი ხელფასების ზრდა და სამუშაო პირობების გაუმჯობესებაა.
 

პროტესტის დიდი ტალღის გამო ქალაქი ფაქტობრივად პარალიზებულია, გაჩერებულია ყველა საწარმო - გაფიცულია ასობით დასაქმებული.

„ჭიათურ მანგანუმი“ მზადაა გაფიცულებს ხელფასი 25 პროცენტით გაუზარდოს, თუმცა პროტესტის მონაწილეებისთვის ეს წინადადება მიუღებელია. ამბობენ რომ ისინი კონსტიტუციით გარანტირებული უფლებების დაცვას ითხოვენ.