საზღვრის შეუთანხმებელ მონაკვეთებს ექსპერტები დაათვალიერებენ

25 მაი 2019

დავით გარეჯის მიმდებარე ტერიტორიაზე, სახელმწიფო საზღვრის შეუთანხმებელ მონაკვეთებს, ქართველი და აზერბაიჯანელი ექსპერტები ერთობლივად დაათვალიერებენ.

მხარეები ასევე შეთანხმდნენ, შეისწავლონ შესაბამისი ნორმატიულ - სამართლებრივი დოკუმენტები და კარტოგრაფიული მასალები, რაც დაკავშირებულია სახელმწიფო საზღვრის ხაზის გავლების განსაზღვრასთან.