სამუშაოები სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში

25 მაი 2019

ხულოში, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებებისთვის, პროექტების ნაწილი შეძენილია. ნაწილზე კი თვითმმართველობას ტენდერი აქვს გამოცხადებული.

მოსახლეობამ ძირითადად გარე განათებები, სოფლის სახლებისა და სანიაღვრე არხების მოწყობა მოითხოვა. ხულოს მუნიციპალიტეტი, აჭარის მთავრობიდან მილიონ ლარს მიიღებს.