ახალი სასწავლებელი ხულოში

25 მაი 2019

ხულოში ახალი  კოლეჯი, ქობულეთის პროფსასწავლებლის ფილიალი გაიხსნა. აქ ხუთი პროგრამა მოქმედებს. სასტუმრო და სარესტორნო საქმის გარდა ელექტრიკოსის სპეციალობის შესწავლაცაა შესაძლებელი.

ამ დროისთვის  კოლეჯში  60 მოსწავლეა,თუმცა კონტიგენტის 150 -მდე  გაზრდას ვარაუდობენ.პროფსასწავლებელში  ადგილობრივი კადრები არიან დასაქმებულები.კოლეჯი  აჭარის  განათლების სამინისტროს დაფინანსებით აშენდა.