ფუტსალისა და საპლაჟო ფეხბურთის კლუბი „ბათუმი“ დაფუძნდა

25 მაი 2019

ფუსტალისა და საპლაჟო ფეხბურთის კლუბი „ბათუმი“ დაფუძნდა. ცვლილება მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც  ცნობილი გახდა, რომ „დინამო“ ბათუმი 49 წლით იმ კომპანიას გადაეცემა, რომელიც აქამდეც აფინანსებდა გუნდს.

მერიაში განმარტავენ, რომ ახალი შპს-ს დაფუძნებისათვის ბიუჯეტიდან დამატებითი თანხების გამოყოფა საჭირო არ არის. ბათუმის მერიის მოთხოვნას მხარი, საკრებულომ დაუჭირა.