საკონსტიტუციო სასამართლომ ალასანია-ჯანაშიას სარჩელი არ დააკმაყოფილა

17 აპრ 2016

საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიამ მოქალაქეების, გიული ალასანიასა და თემურ ჯანაშიას სარჩელი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ არ დააკმაყოფილა. აღნიშნულ საქმეზე დავის საგანს წარმოადგენდა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების კონსტიტუციურობა_საკუთრების უფლება, დაცვის უფლებასთან მიმართებაში. სადავო ნორმებს წარმოადგენდა პირის იმ ქონების დაყადაღების შესაძლებლობა, რომელიც შესაძლოა კავშირში არ იყოს დანაშაულის ჩადენასთან. სასამართლო კოლეგიის 4 წევრიდან საერთო გადაწყვეტილების მიღებისას ხმები გაიყო.