ეკა ბესელიამ ახალი პოლიტიკური პარტია - „სამართლიანობისთვის" შექმნა

27 მაი 2019

ეკა ბესელიამ ახალი პოლიტიკური პარტია - „სამართლიანობისთვის" შექმნა. სპეციალურ პრესკონფერენციაზე დეპუტატმა აღნიშნა, რომ სამართლიანობა იყო 2012 წელს მთავარი გამაერთიანებელი იდეა, რომელიც დღესაც ბოლომდეა მისაყვანი.

პარტიის ყრილობა 20 ივნისსაა გამართული. მანამდე კი  ცნობილია, რომ პარტიის ლიდერები იქნებიან: ეკა ბესელია, ზვიად კვაჭანტირაძე და გედევან ფოფხაძე. როგორც ეკა ბესელიამ ჟურნალისტებს განუცხადა, სამომავლოდ კვლავ გაგრძელდება კონსულტაციები სხვადასხვა პოლიტიკურ ჯგუფებთან და პოლიტიკოსებთან.