ქართულმა  კომპანიამ  იბიარდისგან 3 მილიონი ევრო სესხად მიიღო “ქეშ ბექის“ პირობებით

28 მაი 2019

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის დაფინანსება ბიზნესს. ქართულმა  კომპანიამ  იბიარდისგან 3 მილიონი ევრო  სესხად მიიღო “ქეშ ბექის“ პირობებით, რაც იმას ნიშნავს, რომ 15 %-ს უკან დაიბრუნებს. ახალი ფინანსებით კომპანიამ ბიზნესი გააფართოვა და დამატებით 10 საწარმო ხაზი დანერგა ბათუმსა და თბილისში.

საწარმო მთავრობის თავმჯდომარემ და კავკასიაში ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის რეგიონულმა დირექტორმა დაათვალიერეს.