სოფელ ჯიხანჯურში 2 კვირაა სასმელი წყალი არ მიეწოდებათ

29 მაი 2019

ქობულეთის სოფელ ჯიხანჯურში ამბობენ, რომ უკვე 2 კვირაა სასმელი წყალი არ მიეწოდებათ. მოსახლეობის თქმით, სოფელში არსებული წყალსადენი  გაუმართავია და წყალსაქაჩებს იყენებენ.

ქობულეთის მერიაში განმარტავენ, რომ მიმდინარეობს წყალსადენის სარემონტო სამუშაოები, სოფელს კი წყალმომარაგება დღეს საღამოს  აღუდგება