ყალბი ოფიციალური დოკუმენტების დამზადება - გასაღების ფაქტზე 2 პირი ამხილეს 

30 მაი 2019

საგამოძიებო  სამსახურმა  ყალბი  ოფიციალური  დოკუმენტების დამზადება - გასაღების  ფაქტზე  კერძო საექსპერტო დაწესებულების დირექტორი  და ფინანსური მენეჯერი  ამხილა.  ~ უწყების ინფორმაციით, ბრალდებულებმა, თანხის სანაცვლოდ, შესაბამისი ლაბორატორიული კვლევის გარეშე, დაამზადეს და გასცეს ბეტონის გამოცდის ყალბი ოქმები, რომლებშიც დააფიქსირეს ბეტონის მარკიანობის გაზრდილი ყალბი მაჩვენებლები სამშენებლო მასალის სიმტკიცესთან დაკავშირებით.